ინსტრუმენტები

საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი ეროვნულ ცეკვებთან ერთად ქმნიდა და ავითარებდა ეროვნულ მუსიკალურ საკრავებს, რომლებსაც იყენებდა როგორც ლხინში, ისე გასაჭირის ჟამს.მუსიკა წარმოადგენს განსაკუთრებულ სამყაროს, რომელსაც ადამიანი განცვიფრებაში მოჰყავს თავისი სირთულით, სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. მუსიკა ერთ-ერთი საშუალებაა იმისათვის, რომ გავოგოთ სხვა და სხვა ერის შინაგანი ბუნება.

საქართველოში მრავალი ხალხური ინსტრუმენტია გავრცელებული: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყამი. ჩასაბერ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება: სალამური, ჭიბონი, გუდასტვირი და დუდუკი. სიმებიანს: ფანდური, ჩონგური, ჩანგი და ჭიანური. დასარტყამს: დიპლიპიტო, დოლი და დაირა.


სალამური

salamuriამ ინსტრუმენტს ძირითადად ვხვდებით მთაში, სადაც მესაქონლეობას მისდევენ. სალამური მწყემსების განუყრელი ინსტრუმენტია. პირველი სალამური აღმოჩენილია მცხეთაში, არმაზის გათხრების დროს. მწყემსი ბიჭის საფლავში ძვლის სალამური იპოვეს, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნით თარიღდება. სწორედ ამიტომაც სალამური უძველეს ინსტრუმენტად ითვლება.


გუდასტვირი

გუდასტვირიერთი შეხედვით ეს ორი ინსტრუმენტი ერთმანეთისაგან არაფრით განსახვავდება, მაგრამ ხმის ტემბრი სხვადასხვა აქვთ. ჭიბონს ჭყვიტინა, მყვირალა ხმა აქვს და ძირითადად აჭარაში, ცეკვის დროს გამოიყენება. გუდასტვირს უფრო დაბალი ტემბრი აქვს და მასზე სიმღერები სრულდება.


ჭიბონი

ჭიბონიაქვთ. ჭიბონს ჭყვიტინა, მყვირალა ხმა აქვს და ძირითადად აჭარაში, ცეკვის დროს გამოიყენება.

 

 


დუდუკი

დუდუკიეს ინსტრუმენტი ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიის მთელს რეგიონში. ჩასაბერი ინსტრუმენტი შემსარულებლისაგან მოითხოვს დიდ ენერგიას,  გამოირჩევა განსაკუთრებული ტემბრით და მოსასმენად არის ძალიან სასიამოვნო.

 


ფანდური

ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტია საქართველოში. მას თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით, ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. სამ სიმიანია და მასზე, როგორც საცეკვაო,  ასევე, სასიმღერო და საშაირო მელოდიები იკვრება.

ფანდური - ჩონგურიჩონგური

ამ ინსტრუმენტს ძირითადად დასავლეთ საქართველოში ვხვდებით. ჩონგური არსებობს სამ და ოთხ სიმიანი. Mმასზე, როგორც ფანდურზე, იკვრება სასიმღერო და საშაირო მელოდიები.


დოლი

დოლისაკმაოდ პოპულარული მუსიკალური ინსტრუმენტია მთელს საქართველოში. მას განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართულ ხალხურ საკრავთა ორკესტრში. ცეკვის დროს ხდება დოლისა და გარმონის შერწყმა

 


გარმონი

გარმონიქართული გარმონი აბსოლუტურად განსხვავებულია რუსული გარმონისაგან. აგრეთვე, გერმანული და იტალიური წარმოების აკორდეონებისაგან, როგორც ფორმით, ასევე ჟღერადობით. მისი ბგერათა ტემბრი კარგად ერწყმის სალამურის, დუდუკის, ფანდურის ჟღერადობას.