აღმოსავლეთის სანაპირო ცეკვავს ქართული წარმოდგენის ჰანგებზე
არაბეთის გაერთიანებული ემირატების აღმოსავლეთ სანაპირო ცეკვავდა გასულ ღამეს, კვირას, 21 თებერვალს, ფუჯარას საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის (FIAF) მესამე დღეს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილ არაჩვეულებრივი სანახაობის ჰანგებზე.
9 - 11 წლამდე მოზარდმა, ნიჭიერმა, ვირტუოზმა, მოცეკვავეებმა გამართეს შეუდარებელი წარმოდგენა, ქართული მრავალხმიანი სიმღერების ფონზე, რითაც შთამბეჭდავად გადმოსცეს საქართველოს ისტორია. მოცეკვავეების გამოსვლამ დაიმსახურა დიდი ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მაყურებლებით გავსებული „კორნიჩის“ თეატრში.
„ეს არის ჩვენი დებიუტი არაბეთის გაერთიანებული საემიროებში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში , ჩვენ წარმოვადგინეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ცეკვები , ამ კუთხისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სამოსით“. განგვიცხადა ჯგუფის ხელძღვანელმა, დამფუძნებელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა გია დავითაშვილმა, რომელიც წარსულში ასევე გახლდათ საქართველოს ნაციონალური ბალეტის სოლისტი.
„ამ წარმოდგენის გამართვით გვინდა ვუჩვენოთ ჩვენს მაყურებლებს თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა საქართველოს ესა თუ ის კუთხე წარსულში“.
ანსამბლის წევრების შერჩევა ხდება ძალიან მკაცრი კრიტერიუმებით ხანგრძლივი და შრომატევადი ვარიშების შემდეგ.
ანსამბლი დაფუძნდა 1993 წელს თბილისში, მას შემდეგ ჩატარებული აქვთ 1250 კონცერტი მსოფლიოს 41 ქვეყანაში, სადაც უჩვენეს მაღალი კლასის შესრულება და მოიგეს მრავალი პრიზი.
"პატარა ვირტუოზებმა" მაღალი პროფესიონალური შესრულებით და მკაცრი დისციპლინის ჩვენებით დიდი მოწონება დაიმსახურეს.
2/21/2016 11:50:59