ჩვენი გუნდი

გია დავითაშვილი

“პატარა ვირტუოზების“ დამფუძნებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი

გია დავითაშვილიგია დავითაშვილი - 50 წელი ქართული ქორეოგრაფიის სამსახურში, ბავშვობიდან ეზიარა ქართული ცეკვის ხელოვნებას, საფუძვლიანათ შეისწავლა მსოფლიო ხალხთა ცეკვების ისტორია.

ქორეოგრაფიული სტუდიის დამთავრების შემდეგ 1975-87 წლებში საქართველოს აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ წამყვანი სოლისტია, 1987-1996 წწ. of Georgian National Ballet ნაციონალურ ბალეტი „სუხიშვილების“ სოლისტი, გასტროლები 67 ქვეყნის პრესტიჟულ თეატრებში. 1990 წლიდან აფუძნებს სკოლა სტუდიას „პატარა ვირტუოზები“ , სადაც ამჟამად სწავლობს 320 ბავშვი. 1993 წელს პირველად წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე, ორ საათიანი შოუ პროგრამით „პატარა ვირტუოზები საქართველოდან“. 22 წლის განმავლობაში ,,პატარა ვირტუოზებმა“ წარმატებით მოიარეს 31 ქვეყანა და საუკეთესო თეატრში 1050 სოლო კონცერტი.

მისი დამსახურება განუსაზგვრელია ქართული ქორეოგრაფიის პოპულარიზაციის საქმეში, მრავალი ფესტივალის ლაურიატის წოდებასთან ერთად ,ქალაქ თბილისში მერიის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს „საქართველოს კულტურის დესპანის“ საპატიო წოდებაც.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, დაჯილდოვებულიa საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი „ღირსების ორდენით“.


სერგო მუშკუდიანი

პედაგოგ-რეპეტიტორი

სერგო მუშკუდიანისერგო მუშკუდიანი არის მაღალი დონის პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს თაობებს. ,,პატარა ვირტუოზებში“ მოღვაწეობს 1995 წლიდან.

მისი მოღვაწეობა პროფესიულ სცენაზე იწყება 1974 წლიდან ქორეოგრაფიული სტუდიის დამთავრების შემდეგ. მისი კარიერა დაიწყო საქართველოს ხალხური სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავიდან“ , სადაც მუშაობდა წამყვან სოლისტად 22 წლის განმავლობაში. თავისი საქმიანობის განმავლობაში მან მოიარა 60-ზე მეტი ქვეყანა და შეისცავლა ზედმიწევნით ქართული ხალხური ცეკვების მუსიკები.

1995 წლიდან დღემდე მუშაობს ბავშთა ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში და ანსამბლ ,,პატარა ვირტუოზებში“ მუსიკის პედაგოგად. არის თავისი საქმის მცოდნე და

მაღალი დონის პროფესიონალი,

მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის წოდება.


ნათია ლელუაშვილი

პედაგოგ-რეპეტიტორი

ნათია ლელუაშვილინათია ლელუაშვილმა ბალეტის სტუდიის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოსეთის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავედ,სადაც წარმატებით მოღვაწეობდა 2008-2011 წლამდე. 2011-2014 წწ. განაგრძო მოღვაწეობა „ქართული ლეგენდა“ სამაიას შოუ-ბალეტში წამყვან სოლისტად, იმოგზაურა აზიისა და ევროპის ქვეყნებში. პარალელურად სწავლობდა აგრარული უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა და დაიცვა ბაკალავრის ხარისხი.

2012 წელს მონაწილეობას იღებს „პატარა ვირტუოზების „ სკოლა- სტუდიის“ მიერ პედაგოგ-რეპეტიტორის “ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში , რომელიც წარმატებით გაიარა. დღემდე საუკეთესოდ ართმევს თავს მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს. არის მიზანდასახული, კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე, ენერგიული , გამოირჩევა მოწაფეებთან სამაგალითო ურთიერთობებით და არის თავის საქმის სპეციალისტი.


დავით როყვა

პედაგოგ-რეპეტიტორი

დავით როყვადავით როყვა არის ჩვენი სკოლის აღზრდილი, ,,პატარა ვირტუოზების“ პირველი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. შემდეგ ანსამბლში წამყვანი სოლისტი, დისციპლინირებული, სaნიმუშო ყოფაქცევის, შრომისმოყვარე, გამოირჩეოდა ანსამბლის რეპერტუარის საუკეთესო ცოდნით, ამ თვისებების გამო „პატარა ვირტუოზების“ დირექციამ მასზე გააკეთა არჩევანი. 2011-2014 წწ. განაგრძო მოღვაწეობა „ქართული ლეგენდა“ სამაიას შოუ-ბალეტში წამყვან სოლისტად, იმოგზაურა აზიისა და ევროპის ქვეყნებში.

2011 წელს დაინიშნა „პატარა ვირტუოზების „სკოლა-სტუდიის“ პედაგოგ-რეპეტიტორის“ თანამდებობაზე, სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას გამოირჩევა მოწაფეებთან სამაგალითო ურთიერთობებით და არის თავის საქმის სპეციალისტი.იგი შესანიშნავად ართმევს თავს მასზედ დაკისრებულ მოვალეობებს.


გია გურგენიშვილი

მუსიკოს-აკომპანიატორი

გია გურგენიშვილიგია გურგენიშვილი არის მაღალი დონის პროფესიონალი მუსიკოსი, მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, უმაღლესი მუსიკალური განათლებით, რომელიც თავის ცოდნას და გამოცდილებას გადასცემს თაობებს. ,,პატარა ვირტუოზებში“ მოღვაწეობს 1999 წლიდან.

მისი მოღვაწეობა პროფესიულ სცენაზე იწყება 1985 წლიდან მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ. კარიერის განმავლობაში მან მოიარა 50-ზე მეტი ქვეყანა და შეისწავლა ზედმიწევნით ქართული ხალხური ცეკვების მუსიკები. საქმიანობდა საქართველოში მოქმედ ყველა წამყვან ფოლკლორულ ანსამბლში.

1999 წლიდან დღემდე მუშაობს ბავშთა ქორეოგრაფიულ სკოლა-სტუდიაში და ანსამბლ ,,პატარა ვირტუოზებში“ მუსიკის პედაგოგად. არის თავისი საქმის მცოდნე.

მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ჯილდო.