დიდ წარმატებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჩვენი ანსამბლის მიწვევა მაღალი დონის ფესტივალზე არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, მაყურებლებში ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია ქართული ცეკვის ღირსეულად წარმოჩინებამ, მაღალი შეფასებები დაიმსახურეს პატარა ქართველმა მოცეკვავეებმა ფესტივალის ორგანიზატორებისგან: მათ ბავშვებს "ფესტივალის მარგალიტები" შეარქვეს.
ჩვენს მეორე დახურულ კონცერტს დაესწრენ საემიროს დედოფალი და პრინცესები, მათი სურვილით გადაწყდა კონცერტის პირველი განყოფილება ეცეკვათ "პატარა ვირტუოზებს", მეორე განყოფილება დაეთმო ესპანელების "ფლამენგოს" ყველაზე სასიამოვნო ჩვენთვის დიდი ინტერესის გამოვლენა და სამომავლო გეგმების შემოთავაზება იყო.