"მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს ვირტუოზ ბავშვებს თეატრ "პრესიდენტეში" გამართულ კონცერტზე. დაცურავენ, ხტებიან და გაშმაგებით მოძრაობენ, თითის წვერებზე. ერთი ხანჯალი, ორი, სამი, ოთხი, კიდევ ხუთი ხანჯალი! მაყურებელი ტაშს უკრავს და ახლა მხოლოდ "გადაბმულიღა" დარჩა, ილეთი, როდესაც მოცეკვავე მუხლებზე ტრიალებს სცენაზე.
ამ გიჟური ტრიალისას მაყურებელი ხელებს იმტვრევს ტაშისცემით და ის კი, ტრიალებს და ტრიალებს".
"ლა პრენსა გრაფიკა" (სან-სალვადორი), 2005 წლის 15 ივლისი