"შთამბეჭდავი ტრადიცია, უბიწოება, კოლორიტი, ძალა, გაკვირვება და მღელვარება - ეს იმ შთაბეჭდილებათაგანია, რომელსაც ტოვებს უცხოელ მაყურებელში პატარა მოცეკვავეების მიერ გამართული სანახაობა, რომლებიც ქართული ფოლკლორული ცეკვებით ყვებიან წეს-ჩვეულებებისა და სოციალური ღირებულებების შესახებ, რომელშიც ამ ქვეყნის კულტურა წარმოჩინდება.

ქართული ცეკვა ეს არის ნიჭი, რომელიც მემკვიდრეობით გადაიცემა. ქართველების ერთ-ერთმა ყველაზე ფესვგადგმულმა კულტურულმა გამოხატულებამ თავი მოიყარა მათი ტრადიციული ცეკვების შესრულებაში, ცეკვებისა, რომლებიც პროფესიულ დონემდეა აყვანილი".

"ელ უნივერსალი" (მექსიკა), 2003 წლის 14 აგვისტო