ბავშვური ვირტუოზულობა
"მოცეკვავეთა ანსამბლმა "ორბმა" მაყურებელთა თხოვნით გააგრძელა თავისი წარმოდგენები. მხატვრული თვალსაზრისით ქართველი ვირტუოზი ბავშვების შემოქმედება ეხება საქართველოს უძველეს ფოლკლორულ ცეკვებს. ამ ცეკვებში სრულიად გარკვეულია ქალისა და მამაკაცის როლები: მამაკაცი - ეს არის სიმტკიცის, სიმამაცისა და მფარველობის ცოცხალი სახე. მამაკაცები ცეკვავენ ხანჯლებით, დანებით და მათი გამომხატველი მოძრაობები ჰაერში, დაგვირგვინებული ცერებზე დგომით, ნიშნავს მუდამ ომის სამზადისში ყოფნას. თვისებები, რითიც ამ ხალხმა თავისი მიწა-წყალი დაიცვა. თავის მხრივ, ქალი არის სინაზის, პატივისცემისა და ქალურობის სიმბოლო, რომელსაც მამაკაცი იცავს. მხოლოდ ქალის თავსაფარს შეუძლია ბოლო მოუღოს სისხლისმღვრელ ბრძოლას".
"ლა პრენსა გრაფიკა" (სან-სალვადორი), 2002 წლის 31 ივლისი