ცეკვის ვუნდერკიდები

"ბიჭები სცენაზე გადაადგილებისას თითოეულ მოძრაობაში აჩვენებენ უდიდეს სინქრონულობას, რაც მრავალსაათიანი რეპეტიციების შედეგია და რაც აუცილებელია პროფესიონალიზმის მისაღწევად. ეს პროფესიონალიზმი მათში უკვე არის. პირველ ნაწილში არის ყველაფერი, საქართველოს მებრძოლი ისტორიით შთაგონებული ცეკვები. მეორე ნაწილში მოძრაობები უფრო ფაქიზი და ნაზია, როგორც ის ნომერი, როცა ბიჭები სხეულის მოძრაობებით ეარშიყებიან ქალიშვილებს. და მაინც, ბიჭები ამთავრებენ წარმოდგენას თავიანთი ათლეტური თვისებების დემონსტრირებით, ცეკვებით, სადაც ფიზიკური ძალა არის ერთადერთი, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ რთული ილეთები, ჰაერში ფრენა, მუხლებზე დაშვება და ტრიალი. დამსწრეთაგან მრავალმა გამოხატა სურვილი, კვლავ ენახა ვირტუოზი ბავშვები. პატარა არტისტებმა გაოცებული დატოვეს მაყურებელი, რომელიც მათ თითოეულ მოძრაობას მქუხარე ტაშით აჯილდოებდა".

კომენტარები

  1. "ეს არის რაღაცა არაჩვეულებრივი, რაც ღირს იმად, რომ უცქირო და აღფრთოვანდე. ნეტავი შეგვეძლოს, რომ ელ სალვადორში მათ მივბაძოთ!
  2. ბრწყინვალე სანახაობაა, ასეთი სანახაობა უფრო მეტი უნდა გვქონდეს!
  3. ფანტასტიკურია, ძალიან შთამბეჭდავები არიან!
  4. უნიკალურია, ბრწყინვალეა, ბავშვები მთელი არსებით ჩაფლულნი არიან ხელოვნებაში!
  5. ბრწყინვალეა, სამწუხაროა, რომ რომ ბევრმა ვერ ნახა, ულამაზესი რამაა, შთამბეჭდავია!
  6. შესანიშნავია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ისინი ბავშვები არიან, თუმცა დიდების ანსამბლისათვის დამახასიათებელი მაღალი დონით. თვალნათლივ ჩანს მომზადების კვალი და საინტერესოა, თუ როგორ მუშაობენ ბავშვობიდანვე, რათა დიდობისას უკვე სრულიად განვითარებული ნიჭი ჰქონდეთ".

"ლა პრენსა გრაფიკა"¨(სან-სალვადორი), 2002 წლის 28 ივლისი