"ცეკვა საქართველოს მთიანი რეგიონის ფუძედ ითვლება და ბავშვთა ეს ანსამბლი თავისი ცეკვით არაჩვეულებრივად გადმოგვცემს ამ ხალხის გრძნობებსა და სოციალურ წყობას. თავიანთი მასწავლებლების ცოდნის მემკვიდრე, საქართველოს ეროვნული ბალეტი "ორბის" ვირტუოზი ბავშვები" წარმოადგენს 7-დან 12 წლამდე ასაკის 36 ბავშვისაგან შემდგარ ანსამბლს. ბავშვები შთამბეჭდავი ძალის მქონე ნამდვილ ათლეტებად გადაიქცნენ, რომელთა ცეკვის ცქერისას სუნთქვა გეკვრება. პროგრამაში წარმოდგენილია საქართველოს უძველესი ფოლკლორული ცეკვები. "ქართველი ვირტუოზი ბავშვები" ორი საათის განმავლობაში გვაჩვენებენ თავიანთ ხელოვნებას, რომელიც გართობს და ამავე დროს გაღელვებს და რომელიც, თანახმად კრიტიკისა, ისეთ შეგრძნებას გაძლევს, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განიცადო".
"ლა პრენსა ვიტრინა" (სან-პედრო სულა), 2002 წლის 20 ივლისი