საქართველოს ახალგაზრდული ცეკვის ანსამბლმა მგზნებარე ქართული სულის დემონსტრირება მოახდინა ფუჯაირას მაყურებლის წინაშე. ფუჯაირას "კორნიჩის" თეატრის ხმაურიანი მაყურებელი და პრესა მოუთმენლად ელოდა ამ განსაკუთრებულ მოვლენას.
ქართული ცეკვის ელეგანტურობა ნამდვილად მომაჯადოვებელი აღმოჩნდა და ფუჯაირას "კორინჩის" თეატრი აენთო ქართული ენერგიით. ქართული ცეკვა აღიარებულია მთელს მსოფლიოში თავისი უნიკალური ხასიათით, რიტმით და ლამაზი კოსტუმებით.
თვითოეული ცეკვა გამოხატავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს და წარმოგვიდგენს კავკასიის მრავალფეროვან კულტურას. ბრძოლის სცენა, მიჯნურის არშიყი, ისტორია უძველეს მეფეებსა და დედოფლებზე აოცებს და შთაბეჭდილებას ახდენს აუდიტორიაზე.
ქართული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი გასაოცარი ფაქტორი არის მაღალი ტემპი, რომელიც მოცეკვავეებისგან განსაკუთრებულ სიცოცხლისუნარიანობას და მიმზიდველობას მოითხოვს. ახალგაზრდული ცეკვის კომპანია დაარსდა ქართული ნაციონალური ბალეტის ყოფილი სოლისტის გია დავითაშვილის მიერ და მოგზაურობს მსოფლიოში თავისი ახალგაზრდა მსახიობთა დასით.
22.02.2016